saqarTvelos tbebi - kumisis tba
მდებარეობა | გარდაბნის მუნიციპალიტეტი |
კოორდინატები | 41°35`07` ჩ. გ. 44°50`29` ა. გ. |
სიგრძე | 3.2 კმ |
სიგანე | 2 კმ |
ფართობი | 5.4 კმ² |
მოცულობა | 11 კმ³ |
საშუალო სიღრმე | 2 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 4 მ |
აუზის ფართობი | 97 კმ² |
ხელოვნური ტბა აღმოსავლეთ საქართველოში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ქვემო ქართლის მხარეში, სოფელ კუმისის სამხრეთ-აღმოსავლეთით. წარსულში ტბას წარმოადგენდა, ამჟამად წყალსაცავია. ტბის სამხრეთ სანაპიროზეა სოფელი ახალი კუმისი და მიმდებარე ტერიტორიაზეა რკინიგზის სადგური.
მოქცეულია იაღლუჯის მაღლობსა და წალასყურის ვაკეს შორის ამავე სახელწოდების ტაფობში, ზღვის დონიდან 475 მ სიმაღლეზე. აუზის ფართია 97 კმ², ხოლო ზედაპირის დაახლოებით 5 კმ². სიგრძე თითქმის 3 კმ, სიგანე საშუალოდ 1 კმ. საშუალო სიღრმე დაახლოებით 1 მ, მაქსიმალური 4 მ (დამოკიდებულია წყლის დონის რყევაზე).
კუმისის ტაფობი ამოვსებულია მეოთხეულ ტბიურ-მდინარეული და დელუვიურ - პროლუვიური ნაფენებით. ჯერ კიდევ გასული საუკუნის 1960-იან წლებში. ზღვის დონიდან 475 მ. სიგრძე 3 კმ. სიგანე 1 კმ. აუზის ფართობი 97 კმ², სიღრმე 5 მ. კუმისის ტბის ასეთი გადიდება გამოწვეულია ხელოვნურად. წყლის დონის აწევასა და სიღრმის მომატებას მოჰყვა თევზის გამრავლება. სანამ ტბას გააფართოვებდნენ მისი წყალი მწარე მლაშე იყო (ეს ფაქტორი კი არ არის ხელისშემწყობი იქთიოფაუნის გამრავლებისათვის). შემდეგ ეს წყალი ტბიდან გაუშვეს და შეავსეს მდინარე მტკვრის წყლით. ამას მოჰყვა დონის აწევა და იქთიოფაუნის გამრავლება (ასევე წყლის შედარებით გამტკნარება). ტბის წყლის დონე ძალზე რყევადია.
წარსულის პერიოდში კუმისის ტაფობში ჩამდგარი იყო რამდენიმე ნაწილად დატოტვილი ტბორი. შემდეგ შეერთების შედეგად მცირე ტბად გადაიქცა. აკადემიკოს ალექსანდრე ჯანელიძის მიხედვით კუმისის ტბა ფსევდოკარსტული წარმოშობისაა. ტბის ძირითადი მასაზრდოებელია მდინარე ალგეთის წყალი, რომელიც აქ არხითაა მიყვანილი. საზრდოობს ასევე მიწისქვეშა წყლებით. ტბის ფსკერი სამკურნალო თვისების მქონე ტალახითაა მოფენილი (შუა ნაწილში ტალახის სისქე რამდენიმე ათეული სმ-ია.). შიგ ტბაში ადგილ-ადგილ შეინიშნება ცივი წყაროების გამოსავლები.
მდიდარია თევზით. მოიპოვება სქელშუბლა, სარკისებრი კობრი, თეთრი ამური, ხრამული, წვერა, ჭანარი, გველანა, გამბუზია და სხვ. სანაპირო თითქმის მთლიანად არის გარშემორტყმული მცენარეულობით.
აღსანიშნავია, რომ 2002 წლის 16 სექტემბერს კუმისის ტბაში ჩავარდა სასაზღვრო ძალების საავიაციო რაზმის VB-2 ტიპის შვეულმფრენი, რომელიც ასევე სასწავლო ფრენას ასრულებდა. დაიღუპა ორივე პილოტი - კაპიტნები: ნუგზარ ცხოვრებოვი და ზურაბ ბუქვაიძე. მომხდარი კატასტროფიდან ორიოდე დღის შემდეგ, ტბაში კინაღამ ჩამოვარდა სასაზღვრო ძალების კიდევ ერთი, ამჯერად Vბ-8VN ტიპის შვეულმფრენი.